სიახლეები

მემორანდუმი კურაციოსთან
11.07.2018

2018 წლის 9 ივლისს, გაიმართა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და კლინიკა „კურაციოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისა და ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე ჯანდაცვის რეაგირების გაძლიერების საპილოტე პროექტის ოფიციალურად დაწყების ღონისძიება. საპილოტე პროექტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის დროული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, კლინიკის ბაზაზე მოხდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების და შესაბამისი დოკუმენტირების ფორმების დანერგვა.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან ხელი მოაწერა ფონდის დირექტორმა ქალბატონმა მერი მაღლაფერიძემ, ხოლო კლინიკა „კურაციოს“ მხრიდან დირექტორმა სოფიო გასიტაშვილმა.