სიახლეები

ფონდსა და ასოციაცია „მერკურის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
10.07.2018

10 ივლისს, სახელმწიფო ფონდსა და ასოციაცია "მერკურს" შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ხელმომწერი მხარეების იმ ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებზე თანამშრომლობა, რაც დაკავშირებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობასთან. 
მემორანდუმს ხელი ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და ასოციაციის თავმჯოდმარემ ნანა თოდუამ მოაწერეს.