სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
25.04.2018

სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა“ და სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურს’’ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის, სექსუალურ ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგს) პრობლემების წინააღმდეგ კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელებასა და რეფერირების მექანიზმებზე შეთანხმდნენ. მემორანდუმზე ხელი ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ მოაწერეს.