სიახლეები

ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა
08.12.2017

კრიზისული ცენტრი არის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი დაწესებულება.

 ცენტრის მიზნებია:
• ბენეფიციართათვის ადეკვატური, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა;
• ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
• ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ_სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
• ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია
• სამედიცინო დახმარების მიღება/ორგანიზება;
• სამართლებრივი დახმარება;
• საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურება.