სიახლეები

ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელმისაწვდომობა
10.01.2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელმისაწვდომობის“ ფარგლებში 2017 წელს, სახელმწიფო ფონდის თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის და ძალადობის თავშესაფრების 25 ბენეფიციარმა პროფესიული გადამზადების სხვადასხვა კურსი გაიარა. აქედან ერთი ბენეფიციარი უკვე დასაქმდა და უახლოეს მომავალში იგეგმება სხვების დასაქმებაც. პროექტი 2018 წელსაც გაგრძელდება.