სიახლეები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, „ოჯახში ძალადობის შემცირების“ (USAID) პროექტის მხარდაჭერით, სოციალურ მუშაკთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა
07.12.2017

2017 წლის 7 დეკემბერს, „ლიგამუსში“, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, „ოჯახში ძალადობის შემცირების“ (USAID) პროექტის მხარდაჭერით, სოციალურ მუშაკთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას, რომელიც გახსნა ფონდის დირექტორმა თამილა ბარკალაიამ, ესწრებოდნენ ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის, პროკურატურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ოჯახში ძალადობის და მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობის საკითხებზე, სოციალური მომსახურების ყველა (სულ 246) სოციალური მუშაკი გადამზადდა.შეხვედრაზე მონაწილეებმა დანერგილ ცვლილებებზე და კოორდინირებული მუშაობის დადებით ასპექტებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, ფონდის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მის მიმართ გაწეულ სახელმწიფო სერვისებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.