სიახლეები

ოჯახში ძალადობა და მისი პრევენცია
29.11.2017

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის მოეწყო სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე: „ოჯახში ძალადობა და მისი პრევენცია“, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის, არსებული კანონმდებლობის და ძალადობის პრევენციის საკითხებზე. შეხვედრას ქუთაისის ოჯახში მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ხელმძღვანელი თამარ კეპულაძე უძღვებოდა. დისკუსია ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.