სიახლეები

მემორანდუმები
29.11.2017

2017 წლის 14 და 15 ნოემბერს სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტერფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“,ა(ა)იპ საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, ა(ა)იპ „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელი“, ა(ა)იპ “ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და საქართველოს  ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი”.

მემორანდუმი განსაზღვრავს ხელმომწერი მხარეების იმ ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, რაც დაკავშირებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) (შემდგომში-ძალადობა) წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობასთან. მხარეები აღიარებენ ძალადობას როგორც საზოგადოების პრობლემას და იღწვიან მის წინააღმდეგ ეფექტიანი, ქმედითი, ერთიანი და კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის.

 

ფოტო გალერეა