სიახლეები

კონფერენცია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა“.
16.11.2017

16 ნოემბერს თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის გაიმართა კონფერენცია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა“.

ღონისძიების მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის კუთხით სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ფონდის წარმომადგენელმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირების, ეროვნული რეფერალური მექანიზმისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხები.