სიახლეები

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტი
03.11.2017

ჩვენმა პროექტმა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელ მსხალდიდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებთან ოჯახში ძალადობის საკითხებზე, შეხვედრა გამართა.მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის და მისი სოციალური შედეგების, ასევე ფონდის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს, ასევე გადაეცათ კალენდრები ცხელი ხაზის გამოსახულებით. შეხვედრის მიზანი ძალადობის საკითხებზე რეგიონული ახალგაზრდობის ინფორმირება და მათი მგრძნობელობის ამაღლება იყო.