სიახლეები

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე
18.10.2017

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. საქართველოს ხელისუფლება წლებია აქტიურადაა ჩართული ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებებში − მოხდა ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტების რატიფიკაცია და მათი შიდა კანონმდებლობაში იმპლემენტაცია, შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის მიზნით ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სახელმწიფო ფონდი პერმანენტულ რეჟიმში ახორციელებს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით. დღეს ფონდის წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.