სიახლეები

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტი
27.09.2017

ამ აქციაზე, მოკლული ქალები საკუთარი ისტორიების მოსათხრობად მოვიდნენ - ეს სხვა ქალების სიცოცხლის გადასარჩენად გააკეთეს.
ამჯერად სიღნაღში, ჩვენმა პროექტმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ რეგიონული მოსახლეობის მგრძნობელობის ამაღლებას და სახელმწიფო სერვისებისა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზის პოპულარიზაციას. აქცია მთელი დღის განმავლობაში, სიღნაღის ხალხმრავალ ადგილას მიმდინარეობდა: მოეწყო ფოტოგამოფენა ასევე, მუყაოს ტორსებზე, მოკლული ქალების ისტორიები გამოვფინეთ და ცხელი ხაზის ნომრის გამოსახულებით ბუშტები დავარიგეთ. მსგავსი აქციები წლის ბოლომდე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.