ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრი განკუთვნილია ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციისათვის.
ცენტრი 1 წლის განმავლობაში 99 ბენეფიციარს მოემსახურა.
მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც მსხვერპლთათვის, ასევე სავარაუდო მსხვერპლთათვის ძალადობის სტატუსის ოფიციალურ მინიჭებამდე, რაც შემდეგ თავშესაფრით უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.
კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
• ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
• სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
• სამართლებრივი დახმარებით;
• საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
• საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
• დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით უზრუნველყოფს ასევე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს.
ცენტრი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის და სადღეღამისო საცხოვრისით ერთდროულად სარგებლობა შეუძლია 15 პირს.