სიახლეები

ექსკურსია შიომღვიმეში
20.09.2017

ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ადმინისტრაციის მიერ 2017 წლის 15 სექტემბერს შიომღვიმეში მოეწყო ექსკურსია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციართათვის. აქტივობის ფარგლებში ხანდაზმულ ადამიანებს მიეცათ საშუალება მოელოცათ VI საუკუნეში აგებული მონასტერი შიომღვიმე და პანსიონატის ბიუჯეტით შეძენილი საკვები პროდუქტით ეტრაპეზათ ბუნების წიაღში.