სიახლეები

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტი
29.08.2017

უკანასკნელ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ენციკლოპედია ბრიტანიკა გვამცნობს, რომ მსოფლიოში, ძირითადად ევროპის, ამერიკისა და ინდოეთის კონტინენტებზე, 6 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს. უფლებების დაცვის კუთხით, ინფორმაციისა და სოციალური უნარების არქონისა და ენობრივი ბარიერის გამო, ბოშები ყველა ქვეყანქაში რისკ-ჯგუფს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმყიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ქობულეთში ბოშების თემს უკვე მეორედ შეხვდა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ესაუბრა. ბოშებისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო სიახლე იყო ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი - 116 006!