სიახლეები

მემორანდუმი
21.08.2017

ოკუპაციური თერაპიის სპეციალობის სტუდენტების პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირების ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წლის 17 აგვისტოს, სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს (შემდგომში „ფონდი“), სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (შემდგომში „თსუ“)  და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) შორის. მემორანდუმის ფარგლებში სააგენტოსა და ფონდის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში თსუ ოკუპაციური თერაპიის სპეციალობის სტუდენტები, მას შემდეგ რაც დაასრულებენ თეორიული სასწავლო კურსებს, გაივლიან სასწავლო პრაქტიკას დიპლომირებული ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტის მეთვალყურეობით, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციურ, მტკიცებულებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდებას ბენეფიციარებისთვის. მოხდება ბენეფიციარებისათვის ოკუპაციური (საქმიანობითი) საჭიროებების დადგენა/შეფასება, თერაპიული მიზნების განსაზღვრა და მუშაობა ბენეფიციართან და მასთან მომუშავე სპეციალისტთან ერთად - ბენეფიციარისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებისათვის.