სიახლეები

უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა
02.08.2017

მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ფონდის დირექტორი, აღნიშნული კომისიის წევრი თამილა ბარკალაია ესწრებოდა. შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული არსებითი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.