სიახლეები

ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა
28.07.2017

28 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ევროკავშირის პროექტის "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ფარგლებში, რომელშიც სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია მონაწილეობდა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, თვითმმართველობის და უფასო იურიდიული სამსახურის თანამშრომლებს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ და დაგეგმილ აქტივობებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.