სიახლეები

თანამშრომლობის მემორანდუმი
10.07.2017

2017 წლის 10 ივლისს სსიპ ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა“ და ა(ა)იპ კავშირ ქალთა საკონსულტაციო ცენტრს ,,სახლს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, ,,სახლი“ ფონდის ფარგლებში მოქმედი თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრ(ებ)ის თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის დახმარებას პროფესიული გადაწვისგან (სუპერვიზია) დაცვის მიზნით და უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიულ გაძლიერებას სუპერვაიზორის დახმარებით. მემორანდუმი ძალაშია 2021 წლამდე.