სიახლეები

ტრენინგი თემაზე ''სექსუალური ძალადობის გარშემო არსებული საკითხები''
03.07.2017

25-29 ივნისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გრანტის "ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენციის" ფარგლებში, სახელმწიფო ფონდისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე "სექსუალური ძალადობის გარშემო არსებული საკითხები".
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სექსუალური ძალადობის შესახებ ცოდნის გაზრდა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებული ცვლილებების გაცნობა, თავშესაფრის ფუნქციონირება სექსუალური და ქალის მიმართ ძალადობის მსხვერპლის მომსახურების ნაწილში.