სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებზე
21.06.2017

2017 წლის 21 ივნისს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ტრეფიკინგთან ბრძოლაში ჩართული სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა 2016-2017 წელს ფონდის მიერ განხორციელებული აქტივობები  (ანგარიში) ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, პრევენციისა და თანამშრომლობის მიმართულებით.