სიახლეები

„მოვახდინოთ შშმ პირთა ინტეგრაცია მოხალისეობის გზით“
02.06.2017

2017წლის 2 ივნისს ძევრის შშმ პირთა პანსიონატში ფონდისა და ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდის ერთობლივი პროექტის „მოვახდინოთ შშმ პირთა ინტეგრაცია მოხალისეობის გზით“ პირველი დღე შედგა. ზესტაფონელმა ახალგაზრდებმა ბენეფიციარებს ხალისით სავსე დღე აჩუქეს. მათ უსაზღვრო სითბო და სიხარული გასცეს უანგაროდ და დიდი ჟრიამული დაატრიალეს პანსიონატში.
მსგავსი ღონისძიებები კვლავაც გაგრძელდება.