სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა N155 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
03.05.2017

3 მაისს თბილისის #155 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა/დისკუსია მოსწავლეებთან ტრეფიკინგის საკითხებზე. მოსწავლეებისათვის ნაჩვენები იქნა ფილმი „გზა თავისუფლებისკენ“, რომელიც ეხება ტრეფიკინგის თანამედროვე ფორმებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს კანონმდებლობა ტრეფიკინგის შესახებ, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის საკითხები და პრევენციის მნიშვნელობა ტრეფიკინგთან მიმართებაში. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. მათ მიერ გაანალიზებული იქნა ფილმი და დაისვა საინტერესო კითხვები. შეხვედრას ესწრებოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები.