სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა
02.05.2017

2 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა/დისკუსია სტუდენტებთან ტრეფიკინგის საკითხებზე. სტუდენტებისათვის ნაჩვენები იქნა ფილმი „გზა თავისუფლებისკენ“, რომელიც ეხება ტრეფიკინგის თანამედროვე ფორმებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს კანონმდებლობა ტრეფიკინგის შესახებ, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის საკითხები და პრევენციის მნიშვნელობა ტრეფიკინგთან მიმართებაში. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. მათ მიერ გაანალიზებული იქნა ფილმი და დაისვა საინტერესო კითხვები. შეხვედრას ესწრებოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.