სიახლეები

ფრაქცია”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით საკრებულოს წევრებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს 3 მარტი მიულოცეს
09.03.2017

დედის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ფრაქციის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სახელმწიფო ფონდი"-ს სტრუქტურულ ერთეულს,"თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრ“-ს ეწვივნენ და იქ მყოფ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.
დეპუტატები ბენეფიციარების პრობლემებს პირადად გაეცნენ და საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს.
საკრებულოს წევრებმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.