სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში
07.03.2017

6 მარტს სახელმწიფო ფონდმა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი შეხვედრა გამართა სსიპ – ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ფონდის იურისტმა ირაკლი ჭყონიამ, რომელიც დამსწრეებს ესაუბრა ტრეფიკინგის არსზე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაზე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებებზე და დაცვის გარანტიებზე, ფონდის მომსახურებებზე. მონაწილეებს დაურიგდათ ფონდის მიერ დამზადებული ექვსენოვანი ბროშურები, ასევე მაისურები, ჩანთები, კალენდრები და ბლოკნოტები ტრეფიკინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის გამოსახულებით.