სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა
17.02.2017

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კოდის სათემო განათლების ცენტრში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა სოფელ კოდაში მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე მოსახელობასთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის იურისტმა ირაკლი ჭყონიამ, რომელიც დამსწრეებს ესაუბრა ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებებზე და დაცვის გარანტიებზე, ფონდის მომსახურებებზე და ტრეფიკინგისგან თავის დაცვის საშუალებებზე და ხერხებზე. მონაწილეებს დაურიგდათ ფონდის მიერ დამზადებული ექვსენოვანი ბროშურები.