სიახლეები

ერთი ლამაზი დღე
01.02.2017

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს. N205, N9 და N46 საჯარო ბაგა-ბაღების პატარებმა სცენაზე ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს და პანსიონატში მცხოვრებ მოხუცებს ახალი წელი მიულოცეს
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ადმინისტრაციას ღონისძიებაში მონაწილე ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა საჩუქრად საკუთარი სახსრებით შეძენილი საოფისე ტექნიკა გადასცეს, მოხუცები კი ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე, პარლამენტის დეპუტატი ზაზა გაბუნია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე დაესწრნენ.