სიახლეები

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტი
09.12.2016

9 დეკემბერს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა, USAID-ის ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის პრევენციის კომპონენტის ფარგლებში, ყვარელის რაიონის, სოფ. თივის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ოჯახში ძალადობის საკითხებზე, შეხვედრა გამართა. სოფელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნენლებით მჭიდროდაა დასახლებული. მოსწავლეებს, მათთვის გასაგები, ადაპტირებული ფორმით, მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის და მისი სოციალური შედეგების, ასევე ფონდის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს, ასევე გადაეცათ მაისურები და ჩანთები ცხელი ხაზის გამოსახულებით. შეხვედრის მიზანი ძალადობის საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება და მათი მგრძნობელობის ამაღლება იყო.