სიახლეები

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ
07.12.2016

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ. ტრენინგების დახურვის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. დახურვის ცერემონიაზე სოციალურ მუშაკებს სიტყვით USAID–ის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამუნა ბარკალაიამ მიმართეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სოციალურ მუშაკებს სერთიფიკატები გადაეცათ.