სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა
30.11.2016

28 ნოემბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ოჯახში ძალადობა!“. შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის ოჯახში ძალადობის ფორმების, მისი გამომწვევი ფაქტორების, ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო სერვისებისა და სამართლებრივი მექანიზმების გაცნობას.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს, ქუთაისის საქალაქო სამმართველო/ პოლიციის II განყოფილება/განყოფილების უფროსის მოადგილე /დეტექტივი-გამომძიებელმა გელა ჭელიძემ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის” წარმომადგენელმა სოფიო ქარჩხაძემ.