სიახლეები

16 დღიანი კამპანიის სტარტი
25.11.2016

25 ნოემბერს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით ილიას უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანმა კამპანიამ სტარტი აიღო. შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა თამარ ბარკალაიამ მოწვეულ სტუმრებს ფონდის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია, საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID, UN Women, UNFPA) წარმომადგენლები. დამსწრეთ სიტყვით მიმართა სპეციალურმა სტუმარმა თამარ კორძაიამ.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა სახელმწიფო ფონდის , ახალი ვებგვერდისა და კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო ფონდის USAID-ის ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება. ბოლოს ყველა მსურველმა სიმბოლური ანაბეჭდი დატოვა ბანერზე