ხანდაზმულთა პანსიონატები

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი
20.08.2016

ხანდაზმულთა პანსიონატში მოთავსებას/ჩარიცხვას ექვემდებარება ხანდაზმული (მამაკაცი 65 წლის ასაკიდან და ქალი 60 წლის ასაკიდან), ასევე შშმ პირი 60 წლის ასაკიდან, გარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირისა.

 

პანსიონატში ჩასარიცხად წერილობით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

პირის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო (სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო).

ხანდაზმულთა პანსიონატში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პანსიონატში პირის სრული სახელმწიფო დაფინანსებით/თანადაფინანსებით/დაფინანსების გარეშე მოთავსების თაობაზე.


პანსიონატში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები:

  • მწვავე ინფექციური დაავადებით;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
  • აქტიური სიფილისით;
  • კანის გადამდები დაავადებით;
  • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.

ხანდაზმულთა პანსიონატი უზრუნველყოფს:

  • ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას;
  • დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარების განვითარებას;
  • პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
  • ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას;
  • ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას.

მიმაგრებული ფაილები

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულება 07.08.2013 PDF გადმოწერა
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულებაში ცვლილება 15.01.2014 PDF გადმოწერა
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულებაში ცვლილება 15.09.2017 PDF გადმოწერა