შშმპ პანსიონატები

ძევრის შშმპ პანსიონატი
19.08.2016

ძევრის შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი ჩამორჩენილობის (F70.1, F70.8, F70.9, F71.1, 71.8, 71.9, F72.0, F72.1, F72.8, F72.9, F73.0, F73.1, F73.8, F73.9), აგრეთვე სხვა ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის) მქონე სრულწლოვანი პირები.

 

პანსიონატში ჩასარიცხად წერილობით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. პირის შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო (სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო).

შშმ პირთა პანსიონატში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პანსიონატში პირის სრული სახელმწიფო დაფინანსებით/თანადაფინანსებით/დაფინანსების გარეშე მოთავსების თაობაზე.


პანსიონატში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები:

  • მწვავე ინფექციური დაავადებით;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
  • აქტიური სიფილისით;
  • კანის გადამდები დაავადებით;
  • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.

ძევრის შშმ პირთა პანსიონატი უზრუნველყოფს:

  • ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას;
  • დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარების განვითარებას;
  • პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
  • ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას;
  • ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას.

მიმაგრებული ფაილები

ძევრის შშმპ პანსიონატის დებულება 07.08.2013 PDF გადმოწერა
ძევრის შშმპ პანსიონატის დებულებაში ცვლილება 24.09.2015 PDF გადმოწერა