შშმპ პანსიონატები

დუშეთის შშმპ პანსიონატი
19.08.2016

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი ჩამორჩენილობის (F71.0), აგრეთვე ფიზიკურად უნარშეზღუდულობის) მქონე სრულწლოვანი პირები;

 

პანსიონატში ჩასარიცხად წერილობით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. პირის შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო (სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო).

შშმ პირთა პანსიონატში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პანსიონატში პირის სრული სახელმწიფო დაფინანსებით/თანადაფინანსებით/დაფინანსების გარეშე მოთავსების თაობაზე.


პანსიონატში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები:

  • მწვავე ინფექციური დაავადებით;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
  • აქტიური სიფილისით;
  • კანის გადამდები დაავადებით;
  • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.

 დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი უზრუნველყოფს:

  • ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას;
  • დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარების განვითარებას;
  • პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
  • ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას;
  • ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას.

მიმაგრებული ფაილები

დუშეთის შშმპ პანსიონატის დებულება 28.06.2013 PDF გადმოწერა
დუშეთის შშმპ პანსიონატის დებულებაში ცვლილება 04.07.2014 PDF გადმოწერა
დუშეთის შშმპ პანსიონატის დებულებაში ცვლილება 14.04.2015 PDF გადმოწერა
დუშეთის შშმპ პანსიონატის დებულებაში ცვლილება 24.09.2015 PDF გადმოწერა