ბავშვთა სახლები

კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი
18.08.2016

კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში მოთავსებას/ჩარიცხვას ექვემდებარება 6–დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვი.

 

ბავშვის ბავშვთა სახლში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო (სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო).

ბავშვთა სახლში გაწეული მომსახურება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.


ბავშვთა სახლში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან ბავშვები:

  • მწვავე ინფექციური დაავადებით;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
  • აქტიური სიფილისით;
  • კანის გადამდები დაავადებით;
  • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით. 

 

კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი უზრუნველყოფს:

  • ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას;
  • დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;
  • ბენეფიციარის განათლების მიღების ხელშეწყობას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარების განვითარებას;
  • პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
  • ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას;
  • ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას.

მიმაგრებული ფაილები

კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის დებულება 24.04.2013 PDF გადმოწერა
კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის დებულებაში ცვლილება 15.01.2014 PDF გადმოწერა
კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის დებულებაში ცვლილება 23.09.2015 PDF გადმოწერა