ბავშვთა სახლები

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი
19.08.2016

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მოთავსებას/ჩარიცხვას ექვემდებარება მზრუნველობამოკლებული 0–დან 7 წლამდე ასაკის ბავშვი.

ბავშვის ბავშვთა სახლში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო (სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო).

ბავშვთა სახლში გაწეული მომსახურება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.


ბავშვთა სახლში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან ბავშვები:

  • მწვავე ინფექციური დაავადებით;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
  • აქტიური სიფილისით;
  • კანის გადამდები დაავადებით;
  • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.

 

 თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი უზრუნველყოფს:

  • ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას;
  • დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;
  • ბენეფიციარის განათლების მიღების ხელშეწყობას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარების განვითარებას;
  • პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
  • ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას;
  • ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას.

მიმაგრებული ფაილები

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დებულება 22.05.2014 PDF გადმოწერა
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დებულებაში ცვლილება 23.01.2015 PDF გადმოწერა
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დებულებაში ცვლილება 23.09.2015 PDF გადმოწერა