ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დღის“ თემას ტრეფიკინგი და მისი თავისებურებები წარმოადგენდა. სტუდიაში პრობლემაზე სასაუბროდ მიწვეულნი იყვნენ ფონდის დირექტორი მარინა მესხი, იურისტი ირაკლი ჭყონია და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის ადმინისტრატორი თამარ სანიკიძე.