სიახლეები

გარბენი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
27.06.2013

29 ივნისს ვაკის პარკიდან კუს ტბის მიმართულებით გაიმართა 5 კმ–იანი გარბენი „თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ – ნუ გაჩუმდები“. გარბენის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”, მსგავსი ეგიდით ყოველწლიურად ატარებენ მარათონს,

რაც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ. ფონდმა ტრადიციულად მიიღო მონაწილეობა გარბენში და გამარჯვებულები დააჯილდოვა.