სიახლეები

კონფერენცია ოჯახში ძალადობის თემაზე
17.06.2013

17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე "ოჯახში ძალადობა და სისხლის სამართლის კანონმდებლობა". ორგანიზატორები უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების, კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა თავის მოხსენებებში მიმოიხილეს, როგორც ქართული,ასევე უცხოური საკანონმდებლო სისტემა. ისაუბრეს ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და არსებულ სტატისტიკაზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის. კონფერენციასი მონაწილეობა მიიღეს ფონდის დირექტორმა და თანამშრომლებმა.