Frequently Asked Questions

  • eng_ვინ განსაზღვრავს ვარ თუ არა ძალადობის მსხვერპლი?

    eng_

    ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსს განსაზღვრავენ: სასამართლო ორგანოები, შესაბამისი დამცავი ორდერის გამოცემით; სამართალდამცავი ორგანოები (პოლიცია), შესაბამისის შემაკავებელი ორდერის გამოცემით; მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი ოჯახში ძალადობისბსავარაუდო მსხვერპლისთვისბ 'ოჯახში ძალადობის მსხვერპლი" სტატუსის მინიჭებით.

  • eng_რა ნიშნებით ხასიათდება ტიპიური მოძალადე? eng_

    მოძალადეთა დამახასიათებელი ნიშნებია: ეჭვიანობა მაკონტროლებელი ქცევა იზოლაცია სხვისი დადანაშაულება დახმარების ძაბნა მხოლოდ კრიზისის დროს ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოადგინოს

  • eng_ძალადობის გამომწვევი რა მიზეზები არსებობს? eng_

    ძალადობას მრავალი მიზეზი გააჩნია, რომელიც თავის მხრივ მრავალი ფაქტორის ერთობლიობისაგან ისაზღვრება.

    1. სოციო-კულტურული ბუნება, წარმოადგენს ოჯახური ურთიერთობების შესახებ არსებული სტერეოტიპების შემადგენელ ნაწილს, რომლის ათვისება და შემდგომ განტკიცება ხდება აღზრდის პროცესში.

    2. ძალადობის ქცევა შესაძლოა იყოს ინდივიდის პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგი, რომლის საფუძველზე იქმნება მორალურ-ფსიქოლოგიური საფუძველი რომ ასეთი ტიპის ურთიერტობა არის უნივერსალური.

    3. "ბავშვობის დროინდელ ტრამვასთან  დაკავშირებული მიზეზი, რაც აიძულება ინდივიდა ახლობელზე გადაიტანოს ბავშვობის დროინდელი კომპლექსები

    4. გარეგანი ზემოქმედების შედეგად განვითარებული სოციალური და ფსიქოლოგიური დეკომპენსაცია, რომელიც სცილდება ინდივიდის პიროვნული გამზლეობის საზღვრებს და რომელიც აიძულებს მოძალადეს ეძებოს ამ დაუკმაყოფილებლობის კომპენსაცია სახლში, თვითგანმტკიცება მოახდინოს სუსტის ხარჯზე.

    5. ინდივიდის პიროვნული თავისებურებები. ამასთან დაკავსირებით არსებობს მრავალი თეორია. ფსიქოლოგებმა დაადგინეს ძალადობის ზრდისათვის ისეთი ფაქტორების მნიშვნელობა როგორიცაა, ინსტიქტების მართვის შესუსტება, ფრუსტრაცია, აგრესიულობა, ალკოჰოლიზმი და ფსიქოპათოლოგია.

    სოციალური თეორიების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ ძალადობის მაპროვოცირებელ კულტურულ ნორმებზე, პატრიარქალურ სოციალურ სტრუქტურაზე, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცის დომინირებას ქალზე.

  • eng_ისჯება თუ არა მოძალადე შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას? eng_

    თუ მოძალადე არღვევს შემაკავებელი ანდამცავი ორდერის მპირობებს, მაშინ მის მიმართ დადგება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. კერძოდ,

    1. შემაკავებელი ორდერით გათვაკისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მოძალადეს შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელი დამიშაოების ერტ თვემდე ვადით.

    2. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მოძალადეს შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობავ30 დღემდე ვადით ან გამასწორებელი სამუშაოების სამ თვემდე ვადით.

    ერთი წლის განმავლობაში მოძალადის მიერ შემაკავებელი და დამცავი ორდერის განმეორებით დარღვევა კი გამოიწვევს მოძალადის დასჯას ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

  • eng_უსაფრთხოების რა ნორმების დაცვას მირჩევთ მეუღლესთან კონფლიქტისას? eng_

    თუიმყოფებით სახლში და გამუქრებიან ან თავს გესხმიან:

     

    • არშეხვიდეთ სამზარეულოში (მოძალადემ შეიძლება იპოვოსი არაღი, როგორიცაა დანა);

    • არშეხვიდეთ სააბაზანოში, საკუჭნაოში, მცირე ზომის ოთახში,

    სადაც მოძალადემ შეიძლება მოგიმწყვდიოთ;

    • შედით კარიან ან ფანჯრიან ოთახში, საიდანაც შეძლებთ გაქცევას;

    • დარეკეთ 911 (ან ადგილობრივი დაცვის სამსახურში) დაუყოვნებლივ ითხოვეთ დახმარება;

    დაიმახსოვრეთ ოპერატორის სახელი;

    • გაიხხსენეთ რომელიმე მეზობელი ან მეგობარი ვისთანაც გაიქცევით დახმარების სათხობნელად;

    • იქონიეთ ტელეფონიის ოთახში რომლის ჩაკეტვას შიგნიდან შეძლებთ; თუ შეგიძლიათ,

    შეიძინეთ მობილური ტელეფონი, რომელიც მუდმივად თან უნდა იქონიოთ;

    • თუ მოძალადე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, შეცვალეთ კარის საკეტი

    • სთხოვეთ მეზობლებს გამოიძახონ პოლიცია, თუმოძალადე სთქვენ სსახლთან ახლოს დაინახავენ.

    შეიმუშავეთ სპეციალური სიგნალი მათთვის რომლის შემთხვევაშიც სამართალდამცავებს გამოუძახებენ.

    • ჩაალაგეთ ჩანთა საჭირონივთებით, შეინახეთ უსაფრთხო ადგილას ან მიეცით სანდო ადამიანს.

  • eng_გთხოვთ განმიმარტოთ, კონკრეტულად რას გულიხმობს ოჯახში ძალადობა? eng_

    ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებისა და თავისუფლების დარღვევას, რომელიც გამოხატულის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახის წევრებად ითვლება: დედ, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამაობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

  • eng_ვალდებულია თუ არა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან? eng_

    ტრეფიკინგის მსხვერპლს ეძლევა 30 დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. ამ დროის განმავლობაში მან უნა მიიღოს გადაწყვეტილება სურა თუ არა თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან. მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში იგი თავისუფლდება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

  • eng_რამდენად დაცულია ტრეფიკინგის მსხვერპლის უსაფრთხოება, მისი სამართალდამცავებთან თანამშრომლობის შემთხვევაში? eng_

    თქვენი პირადი უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო - ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები განხორციელდება თქვენივე თანხმობით და თქვენი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით. ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო გასაიდუმლოვდება თქვენი ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია. ასევე უსაფრთხოა მსხვერპლის თავშესაფარში ცხოვრებაც. დაზარალებულს და მოწმეს, ასევე იმ პირებს, რომლებიც მათ სამართლებრივ დაცვასა და დახმარებას უწევენ, უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვონ თავიანთი და ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • eng_ვაპირებ საზღვარგარეთ წასვლას დასაქმების მიზნით. შუამავლად მივაკითხავ არა კერძო პირს არამედ დასაქმების სააგენტოს ან ტურისტულ კომპანიას. ვიქნები თუ არა eng_

    სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, თქვენს მიერ არჩეული გზა უსაფრთხოების გარანტად ვერ ჩაითვლება. გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები:

    • გადაამოწმეთ ფირმის (ან სააგენტოს) საიმედობა, რომელთან თანამშრომლობასაც აპირებთ. კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა საქართევლოში, ვინ არიან მისი დამფუძნებლები, რამდენი წელია რაც ფუნქციონირებს და ა.შ. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება საჯაროა და ნებადართულია.

    • მოითხივეთ კონტრაქტი და ხელის მოწერამდე გააცანით ის იურისტს. გახსოვდეთ, რომ მასში ყველაფერი თქვენთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს დაწერილი.

    • დაინტერესედით საზღვარგარეთ თქვენი სამუშაო ადგილით და ანაზღაურებით. მოიპოვეთ მაქსიმალური ინფორმაცია დამსაქმებლის და უკვე განხორციელებული დასაქმებების შესახებ.

    • განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინეთ პირად დოკუმენტებთან დაკავშირებით. ნურავის ანდობთ თქვენს პასპორტს

    • გახსოვდეთ, რომ საქართველოს უმრავლეს ქვეყანაში აქვს თავისი საელჩო და საკონსულო. გამგზავრებამდე მოიპოვეთ ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლობის შესახებ. ჩასვლისთანავე მიაკითხეთ მას და დააფიქსირეთ თქვენი ჩასვლა და დატოვეთ საკუთარი პირადი დოკუმენტების ასლები.

    • არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ საზღვარგარეთ წასვლას შესაბამისი ნებართვის - ვიზის გარეშე. გახსოვდეთ, რომ თუ დოკუმენტები წესრიგში არ გექნებათ, უფრო ადვილად აღმოჩნდებით დამნაშავეთა ხელშ

  • eng_რა ვადით ხდება მსხვერპლის თავშესაფარში განთავსება? eng_

    თავშესაფარში მსხვერპლის განთავსება ზდება 3 თვის ვადით. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვადის გაგრძელება შესაძლებელია.

  • eng_როგორ დავიცვა ჩემი შვილის უსაფრთხოება? eng_

    • აუხსენით ბავშვებს, (ეცადეთ თქვენც) რომ არ მოხვდნენ ჩხუბის ეპიცენტრში; (თუნდაც თქვენი დახმარება უნდოდეთ);

    • ასწავლეთ, თუ როგორ დაიცვან თავისი უსაფრთხოება, დარეკონ 911, მისცენ პოლიციას თქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი;

    • ასწავლეთმათ, ვის დაურეკონ დახმარების სათხოვნელად

    • აუხსენით, რომ არ შევიდნენ სამზარეულოში;

    • მიეცით სკოლის დირექტორს ან საბავშვო ბაღის გამგეს სასამართლოს ორდერის ასლი, უთხარით, რომ არ გაატარონ ბავშვი არავის, მანამ თქვენ არ შეგეკითხებიან, გამოიყენეთ პაროლი, რათა დარწმუნდნენ, რომ ტელეფონთან თქვენ ხართ, მიეცით მოძალადის  ფოტოსურათი;

    • დარწმუნდით, რომ ბავშვებმა იციან ვის უნდა მიმართონ, თუ მოძალადეს სკოლასთან დაინახავენ;

    • დარწმუნდით, რომ სკოლამ იცის, რომ არავის არ უნდა მისცე თქვენი ტელეფონის ნომერი და მისამართი.

  • eng_მაინტერესებს, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს? eng_

    ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიებების სახით, გამოიცემა დამცავი და შემაკავებელი ორდერები.

    დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა დროებითი ღონისძიებები. მისი გამოცემა შეიძლება მოითხოვოს თავად მსხვერპლმა, აგრეთვე, მიცი ოჯახის წევრმა ან, მსხვერპლის თანხმობით, პირმა, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლიურ დახმარებას, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.

    შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ უშუალოდ ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს გამოცემული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დროებით ღონისძიებებს.

    მსხვერპლის დაცვის დროებით ღონისძიებებში იგულისხმება:

    •        მოძალადესგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის დაცვის ზომები;

    •        მოძალადესაგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხები;

    •        მოძალადესთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა;

    •        მოძალადის ბავშვისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხები’

    •        ოძალადის მიახლოვების შეზღუდვა?აკრძალვა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება

    •        მოძალადისათვის იარაღით, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის მოპოვების უფლების აკრძალვას ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში’

    •        სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

  • eng_გავიგე, რომ არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარი. მაინტერესებს რა სახია დახმარება ეწევათ მსხვერპლებს იქ? eng_

    თბილისის ტრეფიკინგის თავშესაფარი 2007 წელს გაიხსნა. იქ მსხვერპლებს ეწევათ უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, აგრეთვე უფასო იურიდიული კონსულტაცია და დახმარება. ამას გარდა, თავშესაფარში შეიძლება ხორციელდებოდეს მსხვერპლთა რეაბილიტაციის სხვა ღონისძიებებიც; თავშესაფარში მყოფი მსხვერპლებისუსაფრთხოების დაცვა გარანტირებულია.

  • eng_თუ არის გათვალისწინებული რაიმე სახის კომპენსაციები მსხვერპლთათვის? eng_

    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია. ასევე მიმართოს სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოს ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

  • eng_გავიგე ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის არსებობის შესახებ. ვარ ტრეფიკინგის მსხვერპლი, შემიძლია თუ არა ვისარგებლო აღნიშნული სერვისით? eng_

    სტატუსის მინიჭება პიროვნებას საუთარ თავზე არ შეუძლია. ეს ხდება სპეციალურად შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ, რომელიც პირის მიერ შევსებული მსხვერპლის საიდენტიფიკაციო კითხვარის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისათვისმსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის  მინიჭების უარის თქმის შესახებ. დაზარალებულად ითვლება პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც სამართალდამცავი წესით ცნობილი იქნა დაზარალებულად.

  • eng_რას მოიცავს თბილისის კრიზისული ცენტრის მომსახურებები ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთათვის? eng_

    კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) უზრუნველყოფს შემდეგი მომსხურებებით:

    ა) სადღეღამისო საცხოვრისით  (ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვება) (კრიზისულ ცენტრში);

    ბ) ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;

    გ) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;

    დ) სამართლებრივი დახმარებით (ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე);

    ე) საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით.

  • eng_ვის შეუძლია სარგებლობა ბავშვთა სახლების მომსახურებებით და ვის უნდა მივმართოთ? eng_

    ბავშვთა სახლში მოთავსებას/ჩარიცხვას ექვემდებარება მზრუნველობამოკლებული ბავშვი, კერძოდ:

    თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჩარიცხვას ექვემდებარება 0–დან 7 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვი.

    კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში ჩარიცხვას ექვემდებარება 6–დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვი.

    ბავშვთა სახლში გაწეული მომსახურება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

    ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის რაიონულ განყოფილებებს.

  • eng_რას მოიცავს ბავშვთა სახლის მომსახურებები? eng_

    ბავშვთა სახლი უზრუნველყოფს:

    ა) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას;

    ბ) დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;

    გ) ბენეფიციარის განათლების მიღების ხელშეწყობას;

    დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარების განვითარებას;

    ე) პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;

    ვ) ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას;

    ზ) ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას.